კოსმეტოლოგია

კოსმეტოლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ესთეტიკური პრობლემების მიზეზებს და ავითარებს მათი გადაჭრის მეთოდებს. თანამედროვე კოსმეტოლოგიის მთავარი ამოცანაა კანის ახალგაზრდობის, სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება. ინიექციური კოსმეტოლოგია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ჩვენს კლინიკაში. ჩვენი მაღალეფექტური პროცედურების დახმარებით, ჩვენს პაციენტებს შეუძლიათ ყოველდღე სარკეში ჩახედვისას დატკბნენ ახალგაზრდულად ბზინვარე და გლუვი კანით და არ შეუშინდნენ ასაკთან დაკავშირებული ცვლილებების. სწორედ ინიექციური ტექნიკები იძლევა საშუალებას, რომ  ქირურგიული ჩარევის გარეშე მოიხსნას ყველა…

View Service Detail

იმპლანტაცია

დენტალური იმპლანტაცია არის პროცედურების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს კბილების ერთიანობის აღდგენას, კბილების ნაწილობრივი ან სრულად არარსებობის შემთხვევაში. მთავარი მიზანია კბილების ფუნქციონირების, ესთეტიკისა და ღეჭვის დროს კომფორტის აღდგენა, დიდი ხნის განმავლობაში. დეტალური იმპლანტის დაყენება ამ დარგის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა ჩვენს კლინიკაში. ტარდება დაკარგული კბილების აღსადგენად. გამოიყენება შემდეგი მეთოდი: ყბის ძვალში მაგრდება ხელოვნური ფესვის იმპლანტი და ასრულებს ფესვის შემცვლელის ფუნქციას, რაც საშუალებას იძლევა პაციენტს პროთეზისთვის შევუქმნათ მყარი…

View Service Detail

ენდოდონტია

ენდოდონტია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც სპეციალიზირდება კბილის ფესვის არხების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. მთავარი მიზანია დაზიანებული კბილის შენარჩუნება და შედეგად კბილის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება მრავალწლიან პერიოდზე.  პულპიტის მკურნალობა ენდოდონტიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიმართულებაა ჩვენს კლინიკაში. კვალიფიციური სტომატოლოგი აშორებს კბილის შიგნით დაზიანებულ ქსოვილს - პულპს, ასუფთავებს და აფართოებს არხს და შემდეგ ავსებს მას სპეციალური მასალით, რათა თავიდან აიცილოს ხელახალი ინფექცია. ყველა პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, პაციენტმა რომ…

View Service Detail

ბავშვთა სტომატოლოგია

პედიატრიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც მოიცავს კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობას ბავშვებში, დაბადებიდან - მოზარდობამდე. იგი ითვალისწინებს პატარა პაციენტების დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას. ასევე, პირის ღრუს ჰიგიენისა და ჯანსაღი სტომატოლოგიური ჩვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორც ბავშვებში ისე, მშობლებში. ჩვენს კლინიკაში ბავშვთა პროცედურები ტარდება მეგობრულ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. ჩვენს სპეციალისტებს აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება და ასევე, იყენებენ სპეციალურ მეთოდებსა და ტექნიკას ბავშვებთან მუშაობისას.…

View Service Detail

ორთოდონტია

ორთოდონტია არის სპეციალიზაცია სტომატოლოგიაში, რომელიც მოიცავს კბილების წყობის დიაგნოსტიკას, პრევენციასა და კორექციას. დარგის მთავარი მიზანია კბილების სისტემის სწორად დაკეტვა და ყბის მოძრაობისას ჰარმონიის მიღწევა. ბრეკეტების დაყენება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური მიმართულებაა ჩვენს კლინიკაში. გამოიყენება კბილებისა თუ ყბების სწორ მდგომარეობაში მოსაყვანად. შედეგად პაციენტი იღებს ღეჭვისა და მეტყველების გაუმჯობესებულ ფუნქციას და ზოგადად მთლიანი პირის ღრუს ჯანმრთელობას, მიმზიდველ ღიმილთან ერთად. NS Dental Clinic-ის ძირითადი სერვისები: ბრეკეტ-სისტემით მკურნალობა…

View Service Detail

ორთოპედიული სტომატოლოგია

ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც მოიცავს კბილებისა და ყბის სისტემის დეფექტებისა და ანომალიების დიაგნოზს, მკურნალობასა და გამოსწორებას. მთავარი მიზანი დეფორმაციების თავიდან აცილება და ლამაზი ღიმილის აღდგენაა. კბილების პროთეზირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა ჩვენს კლინიკაში. კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობის შემთხვევაში, გვირგვინის დაყენება საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ყბის ფუნქციონირება და დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ პირის ღრუს ესთეტიკა. ჩვენი მაღალკვალიფიციური სტომატოლოგები თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის გეგმას ამზადებენ,…

View Service Detail

პლაზმოთერაპია

პლაზმოთერაპია არის სამედიცინო პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ბუნებრივ რეგენერაციას. არის სრულიად უსაფრთხო და არ იწვევს ალერგიას, ვინაიდან პროცესში პაციენტის საკუთარი პლაზმა გამოიყენება. ღრძილების პლაზმოთერაპირა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიმართულებაა ჩვენს კლინიკაში. იგი აჩქარებს ქსოვილების შეხორცებას, აღდგენასა და რეგენერაციას ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. თავად პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. ხოლო შედეგები შესამჩნევია უკვე რამდენიმე სესიის შემდეგ: იხსნება შეშუპება, უმჯობესდება ქსოვილის ფერი, მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა და კბილების რყევა. NS Dental…

View Service Detail

ენდოდონტია

კომფორტული და მშვიდი ცხოვრებისთვის, ტკივილის გარეშე. ფესვის არხების მკურნალობა და წმენდა, ანთებითი პროცესების ჩაქრობა, პლომბების დაყენება.

View Service Detail

თერაპევტული სტომატოლოგია

თერაპევტული სტომატოლოგია - ეს არის სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც მოიცავს კბილებისა და პირის ღრუს რბილი ქსოვილების მკურნალობას ქირურგიული ჩარევის გარეშე. მთავარი მიზანია, დაავადებების განვითარების პრევენცია და ზოგადად, ჯანმრთელობის შენარჩუნება. კარიესის მკურნალობა ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. ასევე, გთავაზობთ ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა პულპიტი, პერიოდონტიტი და პაროდონტიტი. ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ მომსახურების სრულ სპექტრს ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად, ასევე მკურნალობის შემდგომ ჩაგიტარებენ აღდგენის პროცედურებსაც.

View Service Detail

ქირურგიული სტომატოლოგია

ქირურგიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც მოიცავს პირის ღრუსა და ყბის მიდამოს დაავადებების, დაზიანებებისა და დეფექტების მკურნალობას ქირურგიული ჩარევის გზით. მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი კბილის შენარჩუნება. კბილების ამოღება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ოპერაციაა, რომელსაც ჩვენი ქირურგი-სტომატოლოგი ასრულებს. ქირურგიული ჩარევის მთავარი მიზეზებია მწვავე ინფექციები და ყბის დეფორმაცია. ამ მეთოდის დახმარებით შესაძლებელია, მომავალში თავიდან აიცილოთ სერიოზული დაავადებების განვითარება და შედეგად კბილების დაკარგვა.  NS Dental Clinic-ის…

View Service Detail

პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა

პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა არის პროცედურების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს კბილების ფერისა და ესთეტიკური იერსახის აღდგენას. სტომატოლოგი-ჰიგიენისტი კბილებს აშორებს ნადებს, ქვებსა და პიგმენტაციას. გარდა ამისა, პროფესიული წმენდა კარიესის ეფექტური პროფილაქტიკაც გახლავთ. არცერთი სახლური წმენდის მეთოდი არ აშორებს კბილებს ნადებს 100%-ით, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ ადგილებში. ჩვენს სპეციალისტებს არსენალში აქვთ მაღალი ხარისხის თანამედროვე ხელსაწყოები კბილების სრულფასოვანი წმენდისთვის და თოვლივით თეთრი ფერის აღდგენისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება.…

View Service Detail
× How can I help you?