პლაზმოთერაპია

პლაზმოთერაპია არის სამედიცინო პროცედურა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედების ბუნებრივ რეგენერაციას. არის სრულიად უსაფრთხო და არ იწვევს ალერგიას, ვინაიდან პროცესში პაციენტის საკუთარი პლაზმა გამოიყენება.

ღრძილების პლაზმოთერაპირა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიმართულებაა ჩვენს კლინიკაში. იგი აჩქარებს ქსოვილების შეხორცებას, აღდგენასა და რეგენერაციას ჩატარებული მკურნალობის შემდეგ. თავად პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა. ხოლო შედეგები შესამჩნევია უკვე რამდენიმე სესიის შემდეგ: იხსნება შეშუპება, უმჯობესდება ქსოვილის ფერი, მცირდება ღრძილებიდან სისხლდენა და კბილების რყევა.

NS Dental Clinic-ის ძირითადი სერვისები:

• A-PRF პლაზმური თერაპია კბილის ამოღების შემდეგ, იმპლანტაციის დროს

• სახის, კისრისა და დეკოლტეს არეს პლაზმოთერაპია

• სკალპის პლაზმოთერაპია

პროცედურა უნივერსალურია, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ჩარევის შემდეგ. გარდა ამისა, პლაზმოთერაპია ტარდება როგორც სამკურნალო, ისე პროფილაქტიკური მიზნებით. ვიზიტისას ჩვენი სპეციალისტები  მოისმენენ თქვენს ყველა სურვილს და შემდეგ გაგაცნობენ პროცედურის ეტაპებსაც.