დენტალური იმპლანტაცია არის პროცედურების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს კბილების ერთიანობის აღდგენას, კბილების ნაწილობრივი ან სრულად არარსებობის შემთხვევაში. მთავარი მიზანია კბილების ფუნქციონირების, ესთეტიკისა და ღეჭვის დროს კომფორტის აღდგენა, დიდი ხნის განმავლობაში.
დეტალური იმპლანტის დაყენება ამ დარგის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა ჩვენს კლინიკაში. ტარდება დაკარგული კბილების აღსადგენად. გამოიყენება შემდეგი მეთოდი: ყბის ძვალში მაგრდება ხელოვნური ფესვის იმპლანტი და ასრულებს ფესვის შემცვლელის ფუნქციას, რაც საშუალებას იძლევა პაციენტს პროთეზისთვის შევუქმნათ მყარი საფუძველი. ჩვენი სპეციალისტები პროცედურას ატარებენ სრულიად უმტკივნეულოდ.
NS Dental Clinic-ის ძირითადი სერვისები:
• დენტალური იმპლანტის დაყენება (SGS შვეიცარია, MIS ისრაელი)
• სინუს-ლიფტინგი (ღია და დახურული მეთოდები)
• ღრძილების მაფორმირებლის ჩასმა
• ძვლის აუგმენტაცია ხელოვნური ძვლის მასალითა და მემბრანით
• ყბის ძვლის დაშლა
• ნავიგაციური შაბლონის დამზადება
პროცედურის შემდეგ გარეგნულად შეუძლებელია იმპლანტის ბუნებრივი კბილისგან გარჩევა, რაც ღიმილს უნარჩუნებს ესთეტიკას. ამასთან პაციენტისთვის ვამზადებთ იმპლანტის სახლში მოვლის ინდივიდუალურ გეგმას, რაც იმპლანტს სიცოცხლისუნარიანობას რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უნარჩუნებს!