ქირურგიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც მოიცავს პირის ღრუსა და ყბის მიდამოს დაავადებების, დაზიანებებისა და დეფექტების მკურნალობას ქირურგიული ჩარევის გზით. მისი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი კბილის შენარჩუნება.
კბილების ამოღება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ოპერაციაა, რომელსაც ჩვენი ქირურგი-სტომატოლოგი ასრულებს. ქირურგიული ჩარევის მთავარი მიზეზებია მწვავე ინფექციები და ყბის დეფორმაცია. ამ მეთოდის დახმარებით შესაძლებელია, მომავალში თავიდან აიცილოთ სერიოზული დაავადებების განვითარება და შედეგად კბილების დაკარგვა.
NS Dental Clinic-ის ძირითადი სერვისები:
- სარძევე კბილების ამოღება
- ერთფესვიანი, მრავალფესვიანი და სიბრძნის კბილების ამოღება
- პერიკორონიტის მკურნალობა
- ალვეოლიტის მკურნალობა
- ცისტექტომია
- ეგზოსტოზის მოცილება
- ძვლის აუგმენტაცია
- ტუჩის, ენის ფრენულის კორექცია
- გინგივექტომია, რბილი ქსოვილების პლასტიკა
- ბიშექტომია (ცალმხრივი, ორმხრივი)
ოპერაციამდე ჩვენი სპეციალისტები კბილებისა და რბილი ქსოვილების მდგომარეობის სრულ დიაგნოსტიკას ატარებენ. ჩვენთან ყველა ოპერაცია კეთდება ანესთეზიის ქვეშ, რათა მთელი პროცედურის განმავლობაში თავი კომფორტულად იგრძნოთ.