თერაპევტული სტომატოლოგია – ეს არის სტომატოლოგიის მიმართულება, რომელიც მოიცავს კბილებისა და პირის ღრუს რბილი ქსოვილების მკურნალობას ქირურგიული ჩარევის გარეშე. მთავარი მიზანია, დაავადებების განვითარების პრევენცია და ზოგადად, ჯანმრთელობის შენარჩუნება.
კარიესის მკურნალობა ჩვენს კლინიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა. ასევე, გთავაზობთ ისეთი დაავადებების მკურნალობას, როგორიცაა პულპიტი, პერიოდონტიტი და პაროდონტიტი. ჩვენი სპეციალისტები გაგიწევენ მომსახურების სრულ სპექტრს ჯანსაღი კბილების შესანარჩუნებლად, ასევე მკურნალობის შემდგომ ჩაგიტარებენ აღდგენის პროცედურებსაც.