ორთოდონტია

ორთოდონტია არის სპეციალიზაცია სტომატოლოგიაში, რომელიც მოიცავს კბილების წყობის დიაგნოსტიკას, პრევენციასა და კორექციას. დარგის მთავარი მიზანია კბილების სისტემის სწორად დაკეტვა და ყბის მოძრაობისას ჰარმონიის მიღწევა.

ბრეკეტების დაყენება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური მიმართულებაა ჩვენს კლინიკაში. გამოიყენება კბილებისა თუ ყბების სწორ მდგომარეობაში მოსაყვანად. შედეგად პაციენტი იღებს ღეჭვისა და მეტყველების გაუმჯობესებულ ფუნქციას და ზოგადად მთლიანი პირის ღრუს ჯანმრთელობას, მიმზიდველ ღიმილთან ერთად.

NS Dental Clinic-ის ძირითადი სერვისები:

  • ბრეკეტ-სისტემით მკურნალობა (ლითონის,  თვითლიგირებადი ლითონის, კერამიკის)

• კბილის ინდივიდუალური ანაბეჭდის აღება

• რეტეინერების დაყენება

• ელაინერებით მკურნალობა

• ინდივიდუალური კაპების დამზადება

მკურნალობის პროცესი მოიცავს ორთოდონტთან რეგულარულ ვიზიტებს, პროგრესის მონიტორინგისთვის. ჩვენი სპეციალისტები თანხლებას გაგიწევენ მკურნალობის ყველა ეტაპზე და მოგიმზადებენ პერსონალურ რეკომენდაციებს ბრეკეტების სახლში მოვლისთვისაც. რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ, ნებისმიერ პირობებში.