პედიატრიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც მოიცავს კბილებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობას ბავშვებში, დაბადებიდან – მოზარდობამდე. იგი ითვალისწინებს პატარა პაციენტების დიაგნოსტიკას, პრევენციასა და მკურნალობას. ასევე, პირის ღრუს ჰიგიენისა და ჯანსაღი სტომატოლოგიური ჩვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორც ბავშვებში ისე, მშობლებში.
ჩვენს კლინიკაში ბავშვთა პროცედურები ტარდება მეგობრულ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. ჩვენს სპეციალისტებს აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება და ასევე, იყენებენ სპეციალურ მეთოდებსა და ტექნიკას ბავშვებთან მუშაობისას. გთავაზობთ დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს ყველაზე პატარა პაციენტებისთვის.
NS Dental Clinic-ის ძირითადი სერვისები:
• კარიესის მკურნალობა და კბილების დაპლომბვა
• ფერადი პლომბების ჩასმა
• კბილების აღდგენა არხების მკურნალობით (წინა, გვერდითი)
• კბილების ჰიგიენური წმენდა
• ფესვის არხების მკურნალობა
• სარძევე კბილების ამოღება
ჩვენმა ექიმებმა კარგად იციან, როგორ მიუდგნენ ნებისმიერ ბავშვს, სტომატოლოგთან ვიზიტი სახალისო და სასარგებლო პროცესად რომ აქციონ. პროცედურებში ვიყენებთ მასალებს, რომლებიც განკუთვნილია სპეციალურად ბავშვებისთვის და არ იწვევს ალერგიულ რეაქციას.
სტომატოლოგთან ბავშვის პირველ ვიზიტს გირჩევთ 2 წლის ასაკში – როცა უკვე ყველა სარძევე კბილი არის ამოჭრილი.