ორთოპედიული სტომატოლოგია

ორთოპედიული სტომატოლოგია არის სტომატოლოგიის დარგი, რომელიც მოიცავს კბილებისა და ყბის სისტემის დეფექტებისა და ანომალიების დიაგნოზს, მკურნალობასა და გამოსწორებას. მთავარი მიზანი დეფორმაციების თავიდან აცილება და ლამაზი ღიმილის აღდგენაა.

კბილების პროთეზირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა ჩვენს კლინიკაში. კბილების ნაწილობრივი ან სრული არარსებობის შემთხვევაში, გვირგვინის დაყენება საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ ყბის ფუნქციონირება და დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ პირის ღრუს ესთეტიკა. ჩვენი მაღალკვალიფიციური სტომატოლოგები თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მკურნალობის გეგმას ამზადებენ, პაციენტის ყველა თავისებურებისა და სურვილის გათვალისწინებით.

NS Dental Clinic-ის ძირითადი სერვისები:

• გვირგვინის მონტაჟი (მეტალოკერამიკა, ცირკონ-კერამიკა, პრესკერამიკა EMAX)

• ინდივიდუალური გვირგვინის მოდელირება

• კერამიკული ვინირის დაყენება

• სამაგრიანი პროთეზის დაყენება (სამაგრის ფიქსაცია, საკეტის ფიქსაცია)

• დროებითი გვირგვინების დაყენება

• გვირგვინის დაცემენტება

• გვირგვინის დაყენება იმპლანტზე (მეტალოკერამიკა, ცირკონ-კერამიკა)

• იმპლანტზე მოსახსნელი პროთეზის დაყენება

• მულტი-იუნიტი

ჩვენთვის ყველაზე მთავარი თქვენი კბილების კომფორტისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაა. თუ ლამაზი ღიმილის აღდგენა გსურთ, ყველაზე რთულ შემთხვევებშიც კი შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ.