პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა არის პროცედურების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს კბილების ფერისა და ესთეტიკური იერსახის აღდგენას. სტომატოლოგი-ჰიგიენისტი კბილებს აშორებს ნადებს, ქვებსა და პიგმენტაციას. გარდა ამისა, პროფესიული წმენდა კარიესის ეფექტური პროფილაქტიკაც გახლავთ.
არცერთი სახლური წმენდის მეთოდი არ აშორებს კბილებს ნადებს 100%-ით, განსაკუთრებით ძნელად მისადგომ ადგილებში. ჩვენს სპეციალისტებს არსენალში აქვთ მაღალი ხარისხის თანამედროვე ხელსაწყოები კბილების სრულფასოვანი წმენდისთვის და თოვლივით თეთრი ფერის აღდგენისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. ამასთან, მოგაწვდით სრულ ინსტრუქციას სახლის პირობებში პირის ღრუს სათანადო ჰიგიენის შენარჩუნების შესახებ და შეგირჩევთ მათეთრებელ პროდუქტებსაც.
NS Dental Clinic-ის ძირითადი სერვისები:
- კბილების ულტრაბგერითი წმენდა
- კბილების კომპლექსური წმენდა
- Beyond-ის აპარატით გათეთრება (კარბამიდის პეროქსიდი, წყალბადის ზეჟანგი)
- სახლის მეთოდით გათეთრება Opalescence-ის კაპებით
- კბილების ფტორირება
- ინტრაკანალური გათეთრება
- ინდივიდუალური კაპების დამზადება
პირის ღრუს პროფესიული წმენდა უნდა ტარდებოდეს რეგულარულად – წელიწადში 1-2-ჯერ. აღნიშნული ხელს უწყობს ჯანსაღი კბილებისა და ღრძილების შენარჩუნებას, კარიესისა და პაროდონტიტის განვითარების პრევენციას, ასევე, ჯანსაღი სუნთქვისა და ლამაზი ღიმილის შენარჩუნებას.