კლინიკა NS Dental Clinic -ში დაგხვდებიან და თქვენი კბილების ჯანმრთელობაზე იზრუნებენ მხოლოდ კვალიფიციური ორთოდონტები, ქირურგები, თერაპევტები, პაროდონტოლოგები და ორთოპედები. ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენ სპეციალისტების მხრიდან ყურადღების, გულისხმიერებისა და ზრუნვის იმედი.
მიხეილ ნუგზარის ძე ნაჭყებია
კლინიკის მთავარი ექიმი
დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. აქვს 15 წლიანი სამედიცინო პრაქტიკა ყბა-სახის ქირურგიაში. გაიარა სტაჟირება უკრაინაში, კბილის დეტალური იმპლანტოლოგიის მიმართულებით. ნახევარ განაკვეთზე მუშაობს თბილისის საავადმყოფოებში: ნიუ ჰოსპიტალი, ალადაშვილი – ყბა-სახის ქირურგიის განყოფილება.
მიხეილ ნაჭყებია არის პროფესიონალი დიდი პრაქტიკული გამოცდილებითა და მრავალი წარმატებით შესრულებულ ოპერაციით მოღვაწეობის მანძილზე. აქვს ღრმა ცოდნა ყბა-სახის ქირურგიისა და იმპლანტოლოგიის დარგში და ფლობს მკურნალობისა და ოპერაციების ჩატარების თანამედროვე მეთოდებს.