კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

სტომატოლოგიურ კლინიკა NS Dent-ში! მე ვარ ნატალია სიკორსკაია. კლინიკის დამფუძნებელი და სტომატოლოგი 15 წლიანი გამოცდილებით. 7 წელია, რაც თბილისელებს თავდაჯერებული ღიმილის შექმნაში ვეხმარები.

დავამთავრე კიევის ბოგომოლცის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი და შემდეგ კვლავ განვაგრძე ცოდნის გამდიდრება. დავესწარი მრავალგზის მასტერკლასებს, ფიზიკურ და ონლაინ კურსებს სტომატოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სერვისი შევთავაზო და თავი ყოველთვის კომფორტულად ვაგრძნობინო.

ჩემი მთავარი მიზანია რომ ჩემმა პაციენტებმა – როგორც უფროსებმა, ისე ბავშვებმა, სრულიად დაივიწყონ, თუ რას ნიშნავს დისკომფორტი სტომატოლოგთან და ვიზიტისას თავი დაცულად იგრძნონ. მე და ჩემი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყოველთვის გულწრფელად უღიმოდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს და გულიანად იცინოდეთ მათ ხუმრობაზე – თქვენი ღიმილი მუდამ გამორჩეული და განსაკუთრებული რომ იყოს!

Ჩვენი ღირებულებები

• “ერთი კარის” პრინციპი – ყველა სპეციალისტი ერთ კლინიკაში, სტომატოლოგიური მკურნალობის სრული ციკლის ჩასატარებლად

• მომსახურების მაღალი ხარისხი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის საერთაშორისო სტანდარტებსა და პროტოკოლებს.

• სერვისის უწყვეტი გაუმჯობესება მომხმარებლის უკუკავშირის საფუძველზე  – პაციენტებისთვის მაქსიმალურად შესაფერისი პირობების შექმნის მიზნით.

• სტომატოლოგიის სფეროში მოწინავე ტექნოლოგიებისა და ტექნიკის და უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენება.

• საუკეთესო სპეციალისტების მოზიდვა სტომატოლოგიის სხვადასხვა სფეროში და მათი უნარებისა და ცოდნის მუდმივი გაუმჯობესება.

• პაციენტებთან ურთიერთობა გამჭვირვალობის, ღიაობისა და ინდივიდუალური მიდგომის პრინციპებზე დაყრდნობით, მკურნალობის პროცესში კომფორტული გარემოს შენარჩუნებისთვის